საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. "საერთაშორისო საბანკო სისტემა მუდმივად ვითარდება და ადაპტირდება არსებულ გამოწვევებთან, ამისათვის კი ინოვაციასა და განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. ხელოვნურმა ინტელექტმა საბანკო სექტორის ცვლილება დააჩქარა და ნათლად დაგვანახა, რომ მისი სწრაფი ზრდა ფინანსური სექტორის სწრაფ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. Global Finance-ის საუკეთესო ბანკის ჯილდო კი სწორედ იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად ცვალებად გარემოში მომხმარებლებს გამორჩეულ სერვისებს, პროდუქტებს, გრძელვადიან სტაბილურობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს სთავაზობენ", - აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში. Global Finance-ის ჯილდოს გამოსავლენად გამომცემლობა ეყრდნობა თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას. ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: აქტივების ზრდა, გეოგრაფიულ მოცვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის ხელშეწყობა და პროდუქტის ინოვაციურობა. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად საქართველოში 2024 წელსაც დაასახელა.